მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს დროს, საქართველოში არცერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არ მჯდარა
11-06-2015, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ხელისუფლების დროს პოლიტიკური დაკავებები არ ყოფილა თუმცა, დღეს არსებობს - ამ განსხვავებას ყველა კარგად ხედავს. ჩვენს დროს, საქართველოში არცერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არ მჯდარა, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ რუს ჟურნალისტთან, ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში განაცხადა.


საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის თქმით, მან საქართველოში, გატარებულ წარმატებულ რეფორმებთან ერთად შეცდომებიც დაუშვა. მისი თქმით, შეცდომა იყო უფროსი თაობის სამსახურიდან მასობრივად გაშვება. ის შეცდომად 2007 წლის 7 ნოემბერსაც მიიჩნევს, თუმცა განაცხადა, რომ ამ ყველაფერს თავისი მიზეზი და შედეგებიც ჰქონდა.


ჟურნალისტმა სააკაშვილისთვის ამ თემაზე კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ მართალია მის მიერ ქვეყანაში გატარებული რეფორმები მართლაც წარმატებული და შეუდარებელი იყო, თუმცა ის რომ სააკაშვილი შეცდომების აღიარებისგან თავს იკავებდა, ეს სწორედ საბჭოთა კავშირის ლიდერების დამახასიათებელი თვისება იყო: - „იმ საბჭოთა კავშირის რომელზეც ყოველთვის აღნიშნავთ, რომ საშინელება იყო - საბჭოთა კავშირი მართლაც ცუდი დრო იყო, ამაში გეთანხმებით, თუმცა საბჭოთა კავშირის ლიდერების მანერა იყო ის, რომ ისინი შეცდომებს არასდროს აღიარებდნენ. თქვენ არ საუბრობთ იმაზე, რომ ამ საოცარი რეფორმების უკან, იყო მართლაც გამოუსწორებელი შეცდომები - მე პირადად ვიცნობ უამრავ ოჯახს, რომელიც რეჟიმის გამო დაზარალდა და ისინი დამნაშავეები არ ყოფილან“, - აღნიშნა სობჩაკმა.


„მე მზად ვარ დაგეთანხმოთ, რომ საქართველოში შეცდომები იყო და მე ეს არაერთხელ ვაღიარე. ქვეყანა ძალიან კრიმინალიზირებული იყო - შემდეგ კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახდა ევროპაში. როცა ვამბობ კრიმინალიზირებულ ქვეყანას, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაიმე მარგინალურ ჯგუფებზე ვსაუბრობ. საქართველოში „კანონიერი ქურდები“ ქვეყნის ყოფილი საბჭოთა კავშირის ელიტის ნაწილი იყო. ისინი ქვეყანას მართავდნენ. რაც შეეხება კორუფციას, ის არა მხოლოდ გზებზე იყო „გაიშნიკების“ სახით, ეს მავნე ჩვევა დამკვიდრებული იყო უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებში და ა.შ. ამიტომ წინა თაობის გათავისუფლება და ახალგაზრდების მოყვანა მოგვიწია. ეს ხისტად მოხდა და გარკვეულწილად შეცდომა იყო, მაგრამ ამ პრობლემას სხვანაირად ვერ მოვაგვარებდით.


არ შემიძლია ვაღიარო ის სისულელე, რომ საქართველოში ყველა ციხეში ჩასვეს. ჩვენი ხელისუფლების დროს პოლიტიკური დაკავებები არ ყოფილა თუმცა, დღეს არსებობს - ამ განსხვავებას ყველა კარგად ხედავს. ჩვენს დროს, საქართველოში არცერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არ მჯდარა. ეს ცალსახად ასეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მანვე, 2007 წლის 7 ნოემბერზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.


„რაც შეეხება 2007 წელს, ეს ძალიან კომპლექსური ისტორია იყო. ერთ მხარეს გადატრიალების საფრთხე იდგა, მეორე მხარეს ხალხი. ეს ხალხი სრულიად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან - თუმცა მოხდა ის რაც მოხდა. ეს შეცდომა იყო, მაგრამ მაშინ მე გადავდექი და ჩემი ვადა 1 წლით შევიმცირე, რაც ავიწყდებათ ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ დიქტატორები თანამდებობიდან თავისი ნებით არასდროს მიდიან. რეჟიმის დროს ასე არასდროს ხდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი