ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშილმა ხაზი გაუსვა, რომ კომისიის მთავრი მიზანდასახულობა ხორავას საქმის გარემოებების გამოძიება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება.
„მე ვეყრდნობი იმას, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ არაფრისთვის მზად. ეს კომისია არ მუშაობს სერიოზულად. ის, რომ დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად იურიდიულ, ნახევრად პოლიტიკურ დებატებში, იმ დროს როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული.
რამდენიმე დღეა მე სულ ამას ვკითხულობ, როდის იქნებიან არასრულწლოვნები დაკითხული იმ ფსიქოლოგთან რომელთანაც შევთანხმდით. ეს არის მთავარი, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა, ჩვენი საქმე. თუ გვინდა, რომ საქმე წარმოჩნდეს ჩვენი სერიოზული ნამუშევარი. კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ გამოიძიოს და არა იმისთვის, რომ გაანალიზოს არსებული მასალები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი გამოძიება", განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.