ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, არც ერთი ამ შვიდი სხდომიდან არ ყოფილა ჩვენი ანალიზისთვის დათმობილი სხდომა, სადაც ერთად ვიმსჯელებდით ამ მასალებზე. თქვენ რეკომენდაციები დაწერეთ თვითონ, ამ ჯგუფმა და აქ არის უკვე პოლიტიკური ნაწილები, რომელშიც მე არ ვერევი. მაგრამ, ეს არ არის თუნდაც კომისიის მსჯელობის შედეგი. ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მათი, როგორც კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, კომისიის სხვა წევრებთან ერთობლივი მუშაობით და შეთანხმებით იყოს გადაწყვეტილებები მიღებილი და არა მხოლოდ ერთი მხარის მიერ.
„დავკითხოთ ის აუცილებელი მოწმეები, შემდეგ შევიკრიბოთ და გავაანალიზოთ. რაც იქნება საჭირო ის რეკომენდაციები მივიღოთ. ასევე დავამატებ, იმისთვის რომ ამ კომისიის მიმართ არსებობდეს ის აუცილებელი ნდობა, რომელიც გვჭირდება - ეს უნდა იყოს მიღებული კონსესუსით. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ მივაღწიოთ ამას. ამ საქმემ რომ მართლა მიაღწიოს თავის მიზანს, რაც არის სიმართლის დადგენა", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.