ცაგერში, „მწვანე თეატრში“ ფოლკლორული ფესტივალი „არტ–გენი“ გაიმართა. ფესტივალი „მწვანე თეატრის" სცენაზე ანსამბლი „ლეჩხუმის" კომპოზიციით გაიხსნა.
„ღონისძიება ხალხური რეწვის, რეგიონის სხვადასხვა სამხატვრო სკოლების გამოფენების დათვალიერებით დაიწყო.
ფოლკლორული კონცერტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა.
დასკვნითი კონცერტი ჯგუფი „ფრანი“- ს მონაწილეობით შედგა.
ფესტივალს რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახალხო ფესტივალი „არტ-გენი" ტრადიციულად რეგიონებში ღონისძიებებით იწყება, დასკვნითი ნაწილი კი, თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე იმართება", ნათქვამია ცაგერის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.