ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, "ხუდონჰესის" პროექტთან დაკავშირებით დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის, ენერგეტიკის სფეროსთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია.
"ამ პროექტის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეს პროექტი განხორციელდეს. დეტალებს უახლოეს მომავალში გაიგებთ კონკრეტულ ინვესტორ კომპანიასთან ერთად. ვფიქრობ, 1-ლი ივლისისთვის უკვე ცნობილი იქნება", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.