საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინ, 1 ივლისს „კვირის აქცენტებში" გაკეთებულ განცხადებას დეპუტატი კობა დავითაშვილი გამოეხმაურა.
„გუშინ, „რუსთავი 2"-ის ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ ძალიან საინტერესო დიალოგი გამართეს, როდესაც ნიკა გვარამია, რომელიც გენპროკურორის მოადგილე იყო იმ დროს და სააკაშვილი პრეზიდენტი, ეუბნებოდა, რატომ არ გამოიძიეთ საქმეებიო. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. შიზოფრენია სალანძღავი სიტყვა არ არის, ეს არის პიროვნების გაორება. ბატონ გვარამიას დაავიწყდა, რომ თვითონ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და ვალერი გელაშვილის ამბავიც, ჩემი ამბავიც, მისი გამოსაძიებელი იყო. ბოლოს, ეს ორი ვაჟკაცი შეთანხმდა, რომ ჩვენი ბრალი არაფერი არ არის და ერთადერთი ქალი ეჯდათ სტუდიაში და უთხრეს, შენი ქმრის ბრალია ყველაფერიო.
სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. მინდა მივამრთო ბატონ გვარამიას, ბატონო ნიკა, მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტი მაინც დაიცავით და მომეცით უფლება, გამოვიდე თქვენი ეთერით და პასუხი გავცე სააკაშვილს. მას თუ არ შეეშინდება, ჩაერთოს თავის ამსტერდამიდან. რაც მან ისაუბრა, არის სრული სიცრუე. არანაირ რუსულ „ფეესბეს" ჩემი ლიკვიდაცია არ დაუგეგმავს. სააკაშვილმა დეტალებიც კი გაიხსენა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მკვლელი, რომლის მამა ცხოვრობდა ვლადიკავკაზში, ხოლო დედა რუსთავში და იყო ქართველი, დაქირავებული იყო სააკაშვილის მიერ. მისი ვლადიკავკაზთან კავშირი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მერე ეს ყველაფერი დაებრალებინათ რუსეთისთვის. რუსეთის „ფეესბეს" ჩემი მოკვლა რომ სდომოდა, ჩემი მეზობლები შეუშლიდნენ ხელს?!....
შეგახსენებთ, მოხდა ფარული ჩაწერა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშილის და მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არა, არამედ იმ სუფრის მოანწილე ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი, დამირეკაო და კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეაო მომივიდაო. ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში აღიარა სააკაშვილმა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ ან შსს-მ, ან პროკურატურამ, თავად გადაწყვიტონ, დაუყონებლივ დაიკითხოს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც მდგომარეობდა პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო დევნაში", განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.