ზაზა სარალიძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ვიქნები, სანამ არ გამოატარებენ ჩემი შვილის მკვლელს
02-07-2018, 19:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილი, რეკომენდაციას მ.კ.-სთან დაკავშირებით, არ ემხრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით დაინტერესდა.

 

 

როგორც შსს-ში ეზოში სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი კრიმინალური პოლიციის დირექტორს შეხვდა და როგორც გაირკვა, უწყებასაც მსგავსი პოზიცია აქვს.

 

 

„კომისიის სხდომას ვუყურებდი, შევხედე, რომ კომისიის წევრები წინააღმდეგები არიან რეკომენდაციაზე მ.კ.-სთან დაკავშირებით. წამოვედი აქ, მაინტერესებდა ესენი რას ფიქრობდნენ. იგივე აზრზე არიან ესენი, არ უნდათ ჩემი შვილის მკვლელების დაჭერა და არავის პასუხისმგებლობის დაყენება. ერთი თვეა უკვე გასული, რაც განაჩენი გამოვიდა და რაც შსს-მ ვითომ დაიბრუნა გამოძიებაში და არაფერიც არ გაუკეთებია ჯერ. კიდევ ამბობენ, რომ დრო უნდა, დრო უნდა, რისი დრო რა დრო, 7 თვეა უკვე გასული. აქ ვიქნები, სანამ არ გამოატარებენ ჩემი შვილის მკვლელს, მ.კ-ს. საგამოძიებო კომისიის ყველა წევრის განცხადება არ მომისმენია. სიმართლე გითხრათ, იმდენად განვიცდი, პირდაპირ აქ წამოვედი”, განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი