ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირების ტელეფონები იმიტომ არ ამოვიღეთ, რომ მოზარდებს საშუალება მივეცით ინფორმაცია გაეცვალათ, რომ შემდგომ ჩვენ ამ ინფორმაციას გავცნობოდით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო გამოძიების ტაქტიკა, ტელეფონები მოგვიანებით ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს.
„ის, რომ პირველივე დღეებში არ ამოვიღეთ ინციდენტში მონაწილე პირების მობილური ტელეფონების აპარატები, მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ტაქტიკით იყო გამოწვეული. უმრავლესობა არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ამიტომ შევიმუშავეთ ტაქტიკა, რომ დავუტოვებდით მობილური ტელეფონების აპარატებს, შესაძლოა გაეცვალათ რაღაც სახის ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გამოძიებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რის შემდეგაც იქნებოდა ამოღება. ასეც მოხდა. ამოვიღეთ მობილური ტელეფონების აპარატები, დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, აღდგა წაშლილი ინფორმაციის გარკვეული ნაწილიც, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ სასამართლოში იქნა წარდგენილი“, განაცხადა გამომძიებელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.