ხორავას ქუჩაზე „სისხლიანი გარჩევის“ დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით ღამე შინგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაათენა. სარალიძეს უწყებაში უთხრეს, რომ კალანდიას დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულები არ გააჩნიათ. მან ჟურნალისტებთან მირზა სუბელიანის დაკავებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სუბელიანი გამოძიების დაწყებიდან მალევე უნდა დაეკავებინათ. სარალიძის მხარდასაჭერად შინგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან რამდენიმე ადამიანი მივიდა.
„მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები რომ პასუხისგებაში მიეცეს. ოფიციალურად მაგ თემასთან დაკავშირებით არავისთან მისაუბრია, უბრალოდ ვსაუბრობდით იმაზე თუ რა მტკიცებულებები არსებობს კალნდიას დაკავებასთან დაკავშირებით.
აბსურდია რაა, რასაც ეს გამომძიებლები ლაპარაკობენ.
პირველ დეკემბერს იყო თუ 2 დეკემბერს იყო, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. მაშინ იყო პასუხისგებაში მისაცემი მირზა სუბელიანი. ახლა კი პასუხისგებაშია, მაგრამ თავალები დახუჭეს“, განაცხადა ზაზა სალარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.