გენადი არველაძე: ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლომდე ამოქმედდება
03-07-2018, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოხარული ვარ, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში მოხდა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ჰონგ კონგის მხარეს წარმატებული მოლაპარაკებისთვის, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში დავასრულეთ. როგორც საქართველო, ისე ჰონგ კონგი ღია ეკონომიკის სიკეთით სარგებლობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი საკითხი ერთნაირად გვესმის, რის შედეგადაც ჩვენ შორის შეთანხმება ძალიან მოკლე დროში მოხდა.  ასევე ძალიან მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე შევა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჰონგ კონგში (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 


ხელმოწერა ჰონგ-კონგში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო.  სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

 


“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად დავასრულოთ ყველა შიდა პროცედურა, რათა ჩვენს მწარმოებლებს, ჩვენს ექსპორტიორებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ საშუალება ისარგებლონ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება იქნება საშუალება ჩვენი მეწარმეებისთვის, გამოიყენონ ყველა ის უპირატესობა, რაც ამ შეთანხმებას მოაქვს მათთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

 


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი