ქალაქ დუშეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას.
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა- ზურაბ სეხნიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ინაშვილმა გვირგვინებით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი და ძმათა სასაფლაო.
ილია ზაქაიძის სახელობის ქალაქ დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.