შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესთან შეხვედრა მიმდინარეობს
03-07-2018, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს.

 


სარალიძესთან ერთად მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იმყოფება.

 


შეხვედრას ესწრება სახალხო დამცველიც.

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილი, რეკომენდაციას მ.კ.-სთან დაკავშირებით, არ ემხრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით დაინტერესდა.

 

 

როგორც შსს-ში ეზოში სარალიძემ გუშინ, 2 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, იგი კრიმინალური პოლიციის დირექტორს შეხვდა და როგორც გაირკვა, უწყებასაც მსგავსი პოზიცია აქვს.

 

 

აღნიშნულის შემდეგ კი, მოკლული მოზარდის მამამ განაცხადა, რომ შსს-ს ეზოში დარჩება მანამ, სანამ მისი შვილის მკვლელს არ დააკავებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი