თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და ნუკრი გელაშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის" დელეგაციას უმასპინძლა.
მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ყურადღება სტრატეგიულ მიმართულებებზე, ნატოსთან თანამშორმლობაზე, ასევე უწყებაში განახორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.
სტუმრებმა თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს შორის ურთიერთობაზეც მიიღეს ინფორმაცია.
აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისთვის რეკომენდაციის გაწევაა. ვიზიტის ორგანიზატორები აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტია (IRI) .
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.