ზაზა სარალიძე: „იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მხრიდან არ მოხდეს ხელის შეშლა გამოძიებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება შემეწყვიტა პროტესტი“
03-07-2018, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სამინისტროს შენობის ეზოში ორდღიანი პროტესტი შეწყვიტა.

 

 

მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე საუბარი იყო განახლებული გამოძიების დეტალებზე. ასევე, სარალიძემ განმარტა, რომ საუბარი იყო კონკრეტულ პიროვნებებზეც, თუმცა სახელებს და გვარებს ვერ დაასახელებს, რადაგან მისგან არ მოხდეს გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

 

 

შეხვედრას სარალიძესთან ერთად მისი ადვოკატი და სახალხო დამცველიც ესწრებობდა. მათი განცხადებით, სამინისტრომ სარალიძეს მისცა გარანტია, რომ ერთი კვირის ვადაში გადაიდგმება რადიკალური ნაბიჯები, თუმცა კონკრეტულად რა ნაბიჯებზეა საუბარი, ამასთან დაკავშირებთ განცახადებას არც ერთი მათგანი არ აკეთებს.

 

 

„შევჯერდით ერთ რამეზე, რომ კვირის ბოლომდე იქნება გადადგმული რადიკალური ნაბიჯები, რაც შეეხება დეტალებს არ ჩავუღრმავდები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მხრიდან არ მოხდეს ხელის შეშლა გამოძიებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა შინგან საქმეთა სამინისტროს ეზო და შემეწყვიტა პროტესტი“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი