„ბავშვი ღრიალებდა, ითხოვდა დახმარებას, წამოიყვანეს და ჩატენეს მანქანაში ძალადობით“ - თბილისში, იუსტიციის სახლთან დაპირისპირება მოხდა
03-07-2018, 18:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, იუსტიციის სახლთან დაპირისპირება მოხდა. როგორც შემთხვევის თვითმხილველები აცხადებენ, სამართალდამცავებმა, დაახლოებით, 10 წლის მოზარდი, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

 

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მარტო იყო - მას არ ახლდნენ მშობლები. ადგილზე მყოფი მოქალაქეები პოლიციას არასრულწლოვნის გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

„იუსტიციის სახლის შესასვლელი კარიდან აიყვანეს ეს ბავშვი. არაფერი მომხდარა. ჩვეულებრივ მიცვივდნენ ეს ადამიანები და სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საშინლად ძალადობდნენ ბავშვზე. ბავშვი ღრიალებდა, ტიროდა, ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას. წამოიყვანეს და ჩატენეს მანქანაში ასევე ძალადობით, რა თქმა უნდა. ჩვენ მივცვივდით ყველანი მოქალაქეები და წინ გადავუდექით მანქანას და არ ვაძლევდით წასვლის საშუალებას.... პოლიციის თანამშრომლებმა არანაირი კომენტარი არ გააკეთეს. პატრულის თანამშრომლები იდგნენ და მშვიდად უყურებდნენ", განაცხადა თვითმხილველმა, თინათინ ზვიადაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

„რუსთავი 2" შსს-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბავშვი სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის ფარგლებში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მას მშობლების ან მეურვის თანდასწრებით დაკითხავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი