მალაიზიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ნაჯიბ რაზაკი ანტი-კორუფციული სააგენტოს მიერ მის სახლში იქნა დაპატიმრებული. მას ბრალი ოთხშაბათს უნდა წარედგინოს. კუალა ლუმპურის უმაღლეს სასამართლოში სხდომა 08:30 საათზე უნდა დაიწყოს, იტყობინება BBC.
ნაჯიბს კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მას სახელმწიფო განვითარების ფონდ „1MDB“-დან 700 მილიონი აშშ დოლარის მითვისებაში ედება ბრალი.
ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ დაფუძნებული ფონდიდად მილიარდობით დოლარია აორთქლებული. მის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა პარტიამ მაისში საპარლამენტო არჩევნები წააგო და სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. ნაჯიბი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.
პოლიციამ ნაჯიბთან დაკავშირებული უძრავი ქონებების რეიდი ბოლო კვირებში ჩაატარა და სამართალდამცველების თქმით, აღმოჩენილი იქნა 273 მილიონი აშშ დოლარის ფუფუნების საგნები და ნაღდი ფული.
პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილი ძვირფასეულობა მალაიზიის ისტორიაში რეკორდულია. ამოღებული ძვირფასეულობიდან უმეტესი ნაწილი ოქროს ნაკეთობებზე მოდის. ყველაზე ძვირი ფასის კი 1.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბრილიანტის ნაკეთობა და ოქროს ყელსაბამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.