მამუკა მდინარაძე განცვიფრებას ვერ მალავს იმასთან დაკავშირებით, რაც მან კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელევიზიის მეშვეობით იხილა
03-07-2018, 20:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე განცვიფრებას ვერ მალავს იმასთან დაკავშირებით, რაც მან კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელევიზიის მეშვეობით იხილა.

 


მან „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს მიმართა და უთხრა, რომ მისი მხრიდან პოლიციელის მიმართ ერთი და იგივე კითხვების გამეორება „გაბრაზებული სახით, შეურაცხყოფის ფონზე“, „პოლიციის იმიჯს აზიანებს“.

 


„წეღარ რამდენიმე წუთი არ ვიყავი აქ, რაღაც შეხვედრა მქონდა ჩემს სამუშაო ოთახში და ტელევიზორით მომიწია პირველად ამ კომისიისთვის თვალის დევნება და რაღაც მომენტები დავიჭირე. რაღაც ემოციები, გულწრფელად გითხრათ, უფრო გამიმძაფრდა. აქ რამდენიმე კითხვა დაისვა, ოთარს ვუსმენდი რომ კითხვას უსვამდა, ქალბატონ ელენესაც, პოლიციელებს და მინდა გთხოვოთ რაღაცა თამაშის წესებზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ. მათ შორის, წეღანაც ვახსენე, ალბათ არ ისმოდა ჩვენს კამათში ოთარ, ერთი და იგივე კითხვების გამეორება ოღონდ უფრო გაბრაზებული სახით, შეურაცხყოფის ფონზე, რომელსაც თქვენ აყენებთ პოლიციელს, პირდაპირ გეუბნებით პოლიციის იმიჯს აზიანებს ძალიან და არა მხოლოდ პოლიციის, ჩვენს იმიჯსაც ძალიან აზიანებს და ძალიან გთხოვთ, რომ შევთანხმდეთ, დავუსვათ კითხვები და მოვისმინოთ პასუხები და არა რაღაც მათ ემოციებზე, დაბნევაზე და პუბლიკაზე ვითამაშოთ. ეს პირველი თხოვნა ჩემი. მეორე - აქ წეღან ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩავიწერე სპეციალურად - თქვენ ბატონო ოთარ, ჩვენ, გვისმენს არა მხოლოდ ჩვეულებრივი სამოქალაქო საზოგადოება, მათი ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც პრაქტიკოსები არიან, იურისტები არიან და სრული სერიოზულობით უსვამთ შეკითხვას პოლიციელს, მათ შორის ახლა ბოლოდან რომ დავიწყოთ, რა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩაატარეთ, ღია ეთერში და ელოდებით პასუხს. მეორე, თქვენ დაუსვით ასეთი შეკითხვა - ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშიო ამბობდაო მ.კ. თუ ვიღაც, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, ამბობდა ფარულში შემდეგში ბრალდებული და მსჯავრდებული და ამაზე რატომ არ ჩაატარეთ ამოცნობაო, ფარულ ჩანაწერში ადამიანი რაღაცას ამბობდაო და მასთან რატომ არ ჩაატარეთ ამოცნობაო, ეს საგამოძიებო მოქმედებაო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას კომენტარი არ უნდა, ახლა თუ ვინმე გვისმენს, ნებისმიერ დამწყებ იურისტს, გვერდზე მჯდომს კითხონ რაშია საქმე და რა არის ამაში ისეთი, რამაც მე განმაცვიფრა და გამაკვირვა. კიდევ ერთხელ, შევჯერდეთ პროცედურებზე, შევჯერდეთ წესებზე, რომ არ მივაყენოთ ამ ხალხს შეურაცხყოფა, ვინც აქ მოდის, არ დავაზიანოთ არც უწყებების, არც ჩვენი და არავის იმიჯი“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი