4-6 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავენ.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევაა.
დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, აშშ-ის ადმინისტრაციის, თავდაცვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
ინფორმაციას საქრთველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.