2018 წლის „ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების“ ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა
04-07-2018, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე" (Global Inclusion Awards) რეგიონალური "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში გაიმარჯვა.

 

 

საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში დასახელებული იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო.

 

 

"ქვეყნის ჯილდოს" ნომინაციაში საქართველოს წარდგენა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წელს მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმულმა არაერთმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა და განხორციელებულმა პროექტმა. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზეც" იყო წარდგენილი, თუმცა შარშან გამარჯვება რუმინეთის ეროვნულ ბანკს, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და განათლების სამინისტროს ხვდა წილად.

 

 

"ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს მსოფლიოს ქვეყნების იმ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებულ პროგრესსა და ინოვაციურ მიდგომებს იჩენენ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების, ჩართულობისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

 

  

"ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ცერემონიალს, რომელსაც წელს საუდის არაბეთის დედაქალაქი - რიადი მასპინძლობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დაესწრო.

 

 

2018 წლის 3-4 ივლისს რიადში დიდი ოცეულის ქვეყნების (G20) ინიციატივით შექმნილი პლატფორმის "გლობალური პარტნიორობა ფინანსური ჩართულობისთვის" (GPFI) მორიგი ფორუმი იმართება, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International - ის (CYFI) ინიციატივით წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება. CYFI საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც ეროვნული ბანკი 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს "გლობალური ფულის კვირეულისა" და ფინანსური განათლების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვა პროექტების ფარგლებში.

 

 

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი