კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია იწყება - ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობას შეხვდა
04-07-2018, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია იწყება, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.

 

 

 


საინფორმაციო კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოსახლეობა დეტალურად გაეცნობა აგროდაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს, ასევე პროექტებს - „დანერგე მომავალი“, „ახალგაზრდა მეწარმე“, „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ. შესაძლებლობა ექნება უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისაგან მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე.

 

 

 


შეხვდრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მენეჯერი თეონა ბაბუნაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ.



შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო რწუნებული - გუბერნატორი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები სოფელ დუისში მწერლის - გიგი ხორნაულის შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ.

 


ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი