დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, ბოდბის მონასტერში მიბრძანდა და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ლოცვა აღავლინა.
პატრიარქის დასახვედრად მონასტერში უამრავმა მომლოცველმა მოიყარა თავი.
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერის მოლოცვის დროს, ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები – არქიმანდრიტი ლაზარე (გრძელიშვილი) გამშვენებული ჯვრით, ხოლო დეკანოზი თეიმურაზი (ჯანაშვილი) მიტრით დააჯილდოვა.
პატრიარქმა ბოდბის ეპარქიის გარდა კახეთის სხვა ქალაქები და იქ არსებული სიწმინდეებიც მოილოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.