კახა კალაძე ღია კაფე-ბარების მეპატრონეებს დედაქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მათ ნებართვებისთვის სათანადო სამსახურებს მიმართონ
04-07-2018, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ღია კაფე-ბარების მოწყობაზე და მათ მეპატრონეებს მოუწოდა, მოაწესრიგონ სათანადო დოკუმენტაცია და ნებართვებისთვის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს მიმართონ.

 


თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ღია კაფეების დიდი ნაწილი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ფეხით მოსიარულეებსა და შშმ პირებს ხელს უშლის ტროტუარებზე გადაადგილებაში.

 


„მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომელსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები. ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ელემენტარულად ტროტუარებზე ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი. არაფერს არ ვამბობ შშმ პირებზე და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე - მათთვის შეუძლებელია გადააადგილება. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურს მინდა კიდევ ერთხელ მივმართო და დავავალო, რომ საჭიროა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, რომ მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვანონ იერსახე. ჩვენ ყველა ამ ქალაქის შვილები ვართ და ყველა ჩვენი მიმართულებით ვზრუნავთ ქალაქის განვითარებაზე, კეთილმოწყობაზე. ის ადამიანები, ვისაც კაფე-ბარები აქვთ, ზრუნავენ სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ესეც დასაფასებელია და ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი და ეს მიმართულება განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგის ფარგლებში. ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურს მინდა ვუთხრა რომ იმოქმედონ, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და ის ხალხი, ვისაც ეს კაფე-ბარები გააჩნიათ, ამ ქალაქის შვილები არიან და მგონია, რომ პირველები უნდა იყვნენ ისინი დაინტერესებულები, რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი, განსაკუთრებით ქალაქის იერსახე“, განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი