„1 ლარად გადავცემთ მიწის ნაკვეთებს“ - თბილისის მერია პარკინგების პროექტთან დაკავშირებთ ინტერესთა გამოხატვის ახალ ეტაპს შეცვლილი პირობებით აცხადებს
04-07-2018, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის თემაზეც ისაუბრა. კალაძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებთ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულადა, ამის გამო თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტის პირობები შეიცალა და ბიზნესის წარმომადგენელს, რომელიც გამოხატავს ინტერესს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთს 1 ლარად საკუთრებაში გადასცემენ. პარკინგების პროექტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვის ეტაპი კვირის ბოლომდე გამოცხადდება.

 


„გასულ კვირას ჩვენ ვაცნობეთ საზოგადოებას, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა, არ გამოხატეს ადამიანებმა ინტერესი ამ კონკრეტულ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პარკინგების პროექტის განხორციელება დედაქალაქისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მოცემული არის სამი ლოკაცია - ეს არის ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები. ეს ადგილები შერჩეულია ბაზრის კვლევის საფუძველზე და ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. სწორედ აქედან გამომდინარე, თბილისის მერია მზად არის კერძო სექტორთან და ბიზნესის წარმომადგნლებთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე.

 

 

ჩვენ, სხვათა შორის, გვქონდა შეხვედრა მას შემდეგ, რაც ინტერესი არ გამოიხატა კონკრეტული პროექტების მიმართ. ჩვენ შევხვდით ბიზნესის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ დეტალურად გავაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა და დღეს კიდევ ერთხელ ვაცხდებთ ამ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება და პირობები არის იგივე ანუ 1 ლარად გადავცემთ მიწის ნაკვეთებს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა, რომ 25 წლის განმავლობაში აღსრულების უფლებით გადავცემდით, თუმცა ამასაც ვცვლით და 1 ლარად საკუთრებაში გადავცემთ დაინტერესბულ პირს, ვისაც უკვე პროექტი ექნება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება. ასე რომ, მგონია დიდი ინტერესი იქნება, საუბარია 714-ადგილიან მიწისქვეშა პარკინგზე. ინტერესთა გამოხატვა ამ კვირაში გამოცხადდება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი