მანავის სამხედრო ბაზა მოსწავლეებს მასპინძლობს
04-07-2018, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მანავის რეინჯერთა მომზადების სკოლაში სპორტულ-შემეცნებითი პროექტის, „მომავლის ბანაკის“ გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და კახეთის რეგიონის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.

 


ნუკრი გელაშვილმა და მიხეილ ჩხენკელმა პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროგრამის მიზანს სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენების, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლების, სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.



საზაფხულო სკოლების პროგრამას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი, „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული.

 


მანავის ბანაკი 8 ნაკადს უმასპინძლებს, თითოეულ ნაკადზე 12 დან 16 წლამდე ასაკის 132 მონაწილე იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 6 გუნდად გადანაწილდებიან.
მოსწავლეები მანავში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

 


ბანაკში სამხედრო დღეც გაიმართება, სადაც ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციების საშუალებით მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოისმენენ. მათ სამხედრო ელემენტებით დატვირთულ სახალისო შეჯიბრებებში მონაწილეობის, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისა და შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.



„მომავლის ბანაკები“ პარალელურად დასავლეთ საქართველოში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბა ანაკლიასა და ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც ტარდება, სადაც მოსწავლეები რობოტექნიკას გაეცნობიან.

 


მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მცირეკონტიგენტიანი (ძირითადად რეგიონებში მდებარე) სკოლების მოსწავლეებს ენიჭებათ.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი