სოფო კილაძე: „თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს“
04-07-2018, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოფო კილაძემ თბილისის გენერალური გეგმის შესახებ განცხადება გააკეთა. კილაძის თქმით, გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის. კილაძე ასევე განმარტავს, რომ აქამდე არსებული პრობლემების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ამ გეგმის არარსებობა იყო.

 


„წლების განმავლობაში თბილისი ქაოტურად ვითარდებოდა და შედეგად მივიღეთ უამრავი პრობლემა, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. მაგალითად, ქაოტური მშენებლობები, საცობები გზებზე, რეკრეაციული ზონების ნაკლებობა და მისგან მომდინარე ეკოლოგიური პრობლემები. პირველ რიგში, ამ ქაოსის საფუძველია ისაა, რომ ქალაქს არ ჰქონდა გენერალური გეგმა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევდა ამ პრობლემებს და დაარეგულირებდა მათ.

 

 

კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირდა საზოგადოებას, რომ შექმნიდა ამ გეგმას და მან შეასრულა ეს დაპირება უმოკლეს ვადებში. მე, როგორც ნაძალადევის მაჟორიტარი, მივესალმები გენერალურ გეგმას და მგონია, რომ იგი წარმატებით განხორციელდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის“, განაცხადა სოფო კილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი