ნინო წილოსანი: კახა კალაძე თანმიმდევრულად მიჰყვება ქალაქის განვითარების იმ გეგმას, რომელიც მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაანონსა
04-07-2018, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნების შემდეგ გენგეგმის ბედი თბილისელებს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან სწორედ ქალაქის გენერალური გეგმაა ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომფორტულ, მოხერხებულ და ყოველმხრივ ჯანსაღ ქალაქში ცხოვრება, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებას.

 

 

მისი თქმით, კახა კალაძე თანმიმდევრულად მიჰყვება ქალაქის განვითარების იმ გეგმას, რომელიც მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაანონსა.

 

 

„წარმოდგენილ დოკუმენტში შენარჩუნებულია მთავარი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია; მაქსიმალურად გათვალისწინებულია შენიშვნები და აღმოფხვრილია ხარვეზები, რომლებზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან იყო საუბარი; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდასაუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა; ჯამში, 70-დე პროექტი გაიწერა - ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის, ტრანსპორტის და სხვა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებებით. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი გენერალური გეგმა, რომელიც რეალურად მოიტანს ჯანსაღ ურბანულ სიკეთეებს", აცხადებს ნინო წილოსანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი