102 წლის გერმანელმა ქალბატონმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა – 77 წლის შემდეგ, რაც ნაცისტებმა ამის ნება არ დართეს
11-06-2015, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

102 წლის გერმანელმა ქალბატონმა, 77 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ნაცისტური გერმანიის ხელისუფლებამ ხარისხის დასაცავად გამოცდების ჩაბარების საშუალება არ მისცა, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანული "ინდიფენდენტი" წერს.


მიზეზი იმისა, რომ გერმანელმა ქალბატონმა სწავლის პერიოდში ხარისხი ვერ მოიპოვა, გახლდათ ის, რომ ქალბატონის ნამუშევარი დიფტერიას ეხებოდა, ხოლო იმდროინდელი კანონი, აღნიშნულ თემაზე წერის საშუალებას არ იძლეოდა.


გერმანელი ქალბატონი ინგებორგ სილიმ-რაპაპორტი, ამერიკაში საცხოვრებლად 1938 წელს გადავიდა, თუმცა 50-იან წლებში კვლავ დაბრუნდა გერმანიაში, სადაც პედიატრად დაიწყო მუშაობა.


მიმდინარე კვირის სამშაბათს, ინგებორგ სილიმ-რაპაპორტმა, დედით ებრაელმა, ბოლოსდაბოლოს გაიარა ხარისხის დაცვის ზეპირი ნაწილი და ჰამბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგებორგმა ყველაფერი შესანიშნავად ჩააბარა.


ქალბატონი, თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხარისხის დაცვა, ყველა იმ ადამიანის სახელით სურდა, რომლებიც მესამე რეიხის მმართველობის პერიოდში დაზარალდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი