პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სესიის 4 ივლისის სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა. პარლამენტის წევრები პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 115 პროექტს.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება საქართველოს სამინისტროთა სახელწოდებები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი. პროექტი ითვალისწინებს 10 სამინისტროს არსებობას ნაცვლად 13 სამინისტროსი. შემოთავაზებული ცვლილებებით, აგრეთვე განსაზღვრულია შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხები. გარდა ამისა, კანონის პროექტით მოწესრიგებულია „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები.
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს.
რიგგაარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია მესამე მოსმენით წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვაც.
დღის წესრიგში შეტანილია კანონპროექტების ნაწილი ითვალისწინებს კანონების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.