წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. მათი განმარტებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სოფლების, ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე.
2018 წელის რეგიონული განვითარების ფონდიდან 586 107 ლარით ფინანსდება სოფელ ყუმისთავში და ქალაქ წყალტუბოში მესხის ქუჩაზე საავტომობილო გზის, აგრეთვე, ნინოშვილის ქუჩის პირველ შესახვევში გზების ასფალტო–ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები.

დაწყებულია სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში და ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის ქუჩის N7,9,11,13 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 315 337 ლარია.
სულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილია 3 223 992 ლარი.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.