ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ხონის სახალხო თეატრის მსახიობს დემურ საღარეიშვილს, რომელმაც ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2018“-ის დაჯილოვებაზე „ახალგაზრდა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი“-ს ჯილდო დაიმსახურა საკუთარ სამუშაო ოთახში უმასპინძლა.
ლადო ჯურხაძემ მსახიობს ფესტივალზე ხონის მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარდგენისთვის სიმბოლური სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა და წარმატებები უსურვა.
ინფრომაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.