აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან.
როგორც პარტიის წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ზურაბ პატარაძის პოსტიდან წასვლა ყოფილ პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საკითხს უკავშირდება.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დღეს დატოვებს პოსტს და თქვენ არც კი გითქვამთ, რატომ აგდებთ ამ ადამიანს. ალბათ, იმიტომ, რომ ვისაც კი კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ. ეს შავი სია კიდევ გაგრძელდება და ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება, ამას მალე ვნახავთ. მერე მიადგებიან, ალბათ, პირად მზარეულებს და პირდ ფიტნესინსტრუქტორებს", განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.