რატი იონათამიშვილი: გენგემის დამტკიცება არის ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
04-07-2018, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მთავრობის მიერ გენგემის დამტკიცება არის ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, მიიჩნევს „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

 


„მოხარული ვარ, რომ თბილისის მთავრობამ უკვე დაამტკიცა და საკრებულოში განსახილველად გადაიგზავნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ერთი ნაბიჯი დარჩა, რომ ჩვენს დედაქალაქს გააჩნდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს, თანხვედრაშია მოქალაქეების საჭიროებებთან და ორიენტებულია, როგორც არსებული პრობლემების გადაჭრაზე, ასევე, პროგრესზე და ურბანულ განვითარებაზე.

 


კახა კალაძის ხელმძღვანელობით დაწყებული პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, რომლის სიკეთეს ძალიან მალე ჩვენი ქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები საკუთარ თავზე იგრძნობენ. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტისა და სითი ინსტიტუტის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად, თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა და პროექტში გამოსწორებული და ასახულია ყველა ის შენიშვნა, რაც დედაქალაქის მერიას გენგეგმის პირველადი დოკუმენტის მიმართ ჰქონდა. კერძოდ, გამოსწორდა ზონირების ხარვეზები, დაზუსტდა ფუნქციური ზონები, გარკვეულ ტერიტორიებზე (მაგ. ვერის ხეობის მიმდებარედ) დაწესდა სამშენებლო შეზღუდვები, სხვადასხვა მიმართულებით შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას, გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას.

 


გენგეგმის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ თბილისი მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის სწორ განვითარებას“, ამბობს დეპუტატი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი