საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას გამოეხმაურა.
„ბატონმა ზურამ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. ის, რომ ცვლილებები ხორციელდება, ეს არის ნორმალური პროცესი. ბატონი ზურა იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ მის მომავალ საქმიანობაში ის იქნება ისეთივე აქტიური და ისეთივე წარმატებული, როგორც ამ პოზიციაზე. მე მას წარმატებებს ვუსურვებ“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.