მაია ცქიტიშვილი: პროექტების ბიუჯეტის დასაგეგმად რეგიონების წარმომადგენლებთან დიალოგი დავიწყეთ
04-07-2018, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტების, მუნიციპალიტეტების საჭიროებების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და არსებული პრობლემების გადაჭრის შესახებ.

 

 

,,დაწყებული გვაქვს აქტიური დიალოგი მუნიციპალიტეტებთან, სამინისტრო დააფინანსებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც კონკრეტული რეგიონისთვის და მისი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და გამომდინარეობს  მათი საჭიროებებიდან. ასევე, ვიწყებთ შეხვედრებს ადგილობრივ თვითმართველობებთან ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა გვქონდა კახეთში.  ადგილობრივ ხელისუფლებასთან  ერთად განვიხილეთ ყველა ის პროექტი და  შესაძლებლობები, რომელიც  რეგიონს გააჩნია“  - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 


შეხვედრაზე რწმუნებულ-გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მინისტრს კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია წარუდგინა. პრეზენტაციის დროს, აქცენტები გაკეთდა სასმელი წყლის პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებაზე. ასევე, ღვინის მუზეუმის, ტურისტული დანიშნულების ადგილების, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე. 

 


კახეთი პირველი რეგიონია, სადაც ცენტრალური ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების  ჩართულობით იმსჯელეს და დაიგეგმა  სამომავლო განვითარების პერსპექტივები  და პროექტები.

 

 

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი