92 წლის ამერიკელმა ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით თავისი 72 წლის ვაჟიშვილი მოკლა იმის გამო, რომ მზრუნველობამოკლებულთა სახლში მისი გადაყვანა აეცილებინა თავიდან, იტყობინება BBC.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, მკვლელობაში ბრალდებულ ანა მაე ბლესინგის გადაყვეტილებას წინ უძღოდა მისი ვაჟიშვილის განზრახვა, დედამისი მზრუნველობამოკლებულთა სახლში გადაეყვანა.
„შენ წამართვი ჩემი ცხოვრება, ასე რომ მე შენ გართმევ სიცოცხლეს“, თქვა ქალბატონმა გავრცელებული ცნობით, მაშინ, როცა იგი თავისი არიზონას სახლიდან პოლიციამ გამოიყვანა, სადაც იგი თავის ვაჟიშვილთან და მის მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა.
ბლესინგმა პოლიციას უთხრა, რომ მას საკუთარი თავის მოკვლაც ჰქონდა განზრახული.
ინციდენტი 2 ივლისს, დილით, მარიკოპას ოლქში, ქალაქ ფაუნტინ ჰილსში მოხდა.
ბლესინგის ვაჟიშვილს, რომლის სახელი და გვარი პოლიციას არ გამოუქვეყნებია, სურდა დედამისი გადაეყვანა დაწესებულებაში, სადაც მას დახმარებას გაუწევდნენ, რადგანაც მასთან „ცხოვრება რთული გახდა“.
92 წლის ქალბატონს ორი ცეცხლსასროლი იარაღი თავის გრძელ ჯიბეში ჰქონდა დამალული მანამ, სანამ თავის ვაჟიშვილის საძინებელში შევიდოდა, აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
შვილთან მორიგი კამათისას, ქალმა 1970-იან წლებში ნაყიდი ერთ-ერთი რევოლვერი ამოიღო და თავის ვაჟიშვილს ესროლა. პოლიციამ იგი მკვდარი იპოვა. მას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი - ერთი კისერში და მეორე ყბაში.
ამის შემდეგ ბლესინგმა იარაღი მისი ვაჟის 57 წლის მეგობარ ქალს დაუმიზნა, მაგრამ მან მოახერხა მისთვის იარაღის წართმევა, თუმცა მოხუცმა ქალბატონმა ჯიბიდან მეორე, 1970-იან წლებში მისი ქმრის მიერ მიცემული იარაღი ამოიღო, მაგრამ ვაჟიშვილის მეგობარმა ქალმა ეს რევოლვერიც გამოგლიჯა ხელებიდან, რის შემდეგაც გაქცევა და პოლიციისთვის მომხდარი ამბის შეტყობინება შეძლო.
როდესაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, ქალბატონი ბლესინგი თავის საძინებელ ოთახში მოქანავე სკამში იჯდა. მოგვიანებით მან პოლიციელებს უთხრა, რომ იგი, მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, სიკვდილს იმსახურებდა.
მას ბრალი პირველი კატეგორიის მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში თავდასხმისა და ადამიანის გატაცებისთვის წარედგინა და მისი გირაო 500 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.