სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე: მოსალოდნელია საკადრო გადაადგილებები სხვა რეგიონებშიც და განსაკუთრებით ეს, ალბათ, გუბერნატორებს შეეხება
04-07-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავჯდომარის თანამდებობის დატოვებას სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აფასებს და აცხადებს, რომ ეს ლოგიკური პროცესია.

 


„ქვეყანაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფონზე, როდესაც ხდება მინისტრთა კაბინეტის ფორმირება, ეს პროცესი აბსოლუტურად ლოგიკურია, რათა პრემიერ მინისტრმა თვითონ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება საკადრო გადაადგილებებსა და საკადრო რესურსის გადანაწილებასთან დაკავშირებით“, აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

 

 

მისი თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა პრემიერ მინისტრს ეკისრება და აღმასრულებელი ხელისუფლება რეგიონებშიც უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერს.

 


„ბუნებრივია, რომ პრემიერ მინისტრს ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა და აღმასრულებელი ხელისუფლება რეგიონებშიც უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ მინისტრს. ამ თვალსაზრისით, მას სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს საკადრო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ჩემი აზრით, მოსალოდნელია საკადრო გადაადგილებები სხვა რეგიონებშიც და განსაკუთრებით ეს ალბათ გუბერნატორებს შეეხება“, განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი