პარტია „ემსახურე საქართველოს" დაფუძნებლის, მურმან დუმბაძის აზრით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა ლოგიკური იყო ისევე, როგორც კვირიკაშვილის მთავრობის მეთაურად მოსვლის დროს, ლოგიკური იყო აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის გადადგომა.
დუმბაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებები არა პოლიტიკურ დონეზე, არამედ სანაცნობო-საურთიერთობო დონეზე წყდება.
მისი თქმით, პატარაძის წასვლას, აჭარის მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოჰყვება, რომელსაც დუმბაძე პატარაძის „პადიეზდის მთავრობას" უწოდებს.
„როცა კვირიკაშვილი შეცვალეს, მაშინვე ვთქვი, რომ პატარაძეს ბმა აქვს კვირიკაშვილთან - პირდაპირი ბმა, ასე ვთქვათ, საურთიერთობო ბმა, არავითარი პოლიტიკური ბმა. ამიტომ, კვირიკაშვილის წასვლას მოჰყვებოდა პატარაძის წასვლა, პატარაძის წასვლას მოჰყვება მთელი გუნდის წასვლა. ეს არის პატარაძის პადიეზდის მთავრობა - ერთ სადარბაზოში ცხოვრობს ყველა მინისტრი, დეპუტატები და ა.შ. როგორც კი, ღარიბაშვილი წავიდა და კვირიკაშვილი მოვიდა, მაშინვე გამოვთქვი ვარაუდი, რომ ხაბაძეს გადააყენებს იმიტომ, რომ კვირიკაშვილის დამოკიდებულება ხაბაძის მიმართ ვიცოდი. ეს არის სანაცნობო-საურთიერთობო დონეზე, ეს არ არის პოლიტიკის შედეგი", განაცხადა მურმან დუმბაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.