საქართველოს ხელისუფალთ, როგორც ჩანს, ძალიან არ უყვართ აჭარა, აცხადებს „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის"ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი.
მისი შეფასებით, ცვლილებები აჭარის მთავრობის პირველი პირის დონეზე „წარუმატებელი და სახიფათო ექსპერიმენტებია", რაც მისივე აზრით, დანაშაულის ტოლფასია.
„მაგრამ, მე გეტყვით, რომ მათ არ უყვართ საქართველო იმიტომ, რომ ასეთი წარუმატებელი და სახიფათო ექსპერიმენტები ყველგან, მაგრამ ჩვენს რეგიონში რომ ტარდება, ვფიქრობ, რომ დანაშაულის ტოლფასია. ხაბაძე, პატარაძე - ეს არის დანაშაულებრივი ჯაჭვი, პირდაპირ გეტყვით და დანაშაულზე მე ვსაუბრობ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასე ღებულობენ გადაწყვეტილებებს და ასეთ ბატონებს მოავლენენ ხოლმე რეგიონში", განუცხადა „რუსთავი 2"-ს არმაზ ახვლედიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.