გუშინ, ევროპარლამენტმა 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადატანას, თუკი რუსეთისთვის მისი ჩატარების უფლების მინიჭების უკანონობა დადასტურდება და კორუფციული დარღვევები გამოვლინდება. მოგეხსენებათ, რომ ამერიკელი (!) და შვეიცარიელი გამომძიებლები ფიფა-ს (ფიფა–ს სათაო ოფისი შვეიცარიაშია) ფუნქციონერებს შორის კორუფციის საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. საქმე ის არის, რომ, თუ ამერიკელმა გამომძიებლებმა შვეიცარიელების "მონაწილეობით დანაშაული გამოავლინეს" და რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის უფლება ჩამოერთვა, მაშინ, დიდი ალბათობით რუსეთის პოლიტიკურ–სამხედრო აგრესია (საომარი მოქმედებები უკრაინაში) დასავლეთის მიმართულებით გაიზრდება, რადგანაც რუსეთი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე თავის დროზე სოჭის ზამთრის ოლიმპიადას! ცნობილია, რომ დასავლეთის ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთი მეტად დააზარალა, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შემთხვევაში, რუსეთი მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოგებას და შესაძლო პოლიტიკურ პრეფერენციებს ელოდება! ამიტომ, დასავლეთს მეტი დაფიქრება მართებს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც, ისედაც "სანქცირებული" რუსეთი მოსალოდნელია დადგეს მძიმე არჩევანის წინაშე, – "ომი თუ ფეხბურთი", – აქედან გამომდინარე შედეგებით!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.