პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28-კმ-იანი გზის მშენებლობა განახლდა, პარალელურად უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის მშენებლობა სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდინარე ასას ხეობის გავლით კი, სოფელ ამღაში მთავრდება.
„ამ მიმართულებით არსებობდა მხოლოდ საცალფეხო ბილიკი, გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა, მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.
გაჭრილია 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, ასევე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მშენებლობა.
გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც, მხარეში ადგილობრივების დაბრუნებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის“. ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.