„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს შორის კინკლაობას არ გამორიცხავს და როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონფრონტაციული დამოკიდებულება აქვს.
„ქართულ ოცნებას" რომ თავიდანვე კონფრონტაციული დამოკიდებულება არ ჰქონოდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არ ყოფილიყო ინსტიტუციური მუდმივი კინკლაობა, რა თქმა უნდა, ეს სამართლებრივი კოლიზია არ გახდებოდა კიდევ ერთი დავის საგანი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ბრძოლა პრეზიდენტის ინსტიტუტთან, დღეს, ბუნებრივია, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ კიდევ ერთი კინკლაობა პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე", განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი მეორე დღეა ვაკანტურია. ზურაბ პატარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, 4 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ცნობილია, რომ მმართველ გუნდში აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე რადენიმე კანდიდატი განიხილება - ერთი-ერთი სავარაუდო კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ხოლო მეორე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.