სტიქიამ ლენტეხის, გორის, კასპის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები დააზარალა
12-06-2015, 02:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

11-12 ივნისის ღამეს, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა  საქართველოს რამდენიმე რეგიონს ზიანი მიაყენა.


ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ  შიდა საუბნო გზები,  სასოფლო სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა ბორჯომის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის  სოფლებში: ტატანისი, კლდე, წნისი, წინუბანი, გურკელი, აწყური, გიორგიწმინდა და მუგარეთი; ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში:  სასაში, ლუჯი, ჟახუნდერი, ლემზაგორი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დოესი, მეტეხი, თელიანი და ქვემო ჭალა.


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში  ადიდდა მდინარე სკრა. ადიდებული მდინარე  ნაპირებიდან გადმოვიდა, დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საფრთხეს უქმნიდა დასახლებას. ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული მუნიციპალიტეტის შესაბამისი  სამსახურები და დროულად მოხდა ზომების გატარება სტიქიის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად.


სტიქიამ შიდასახელმწიფოებრივ გზებზე გადაადგილებასაც შეუქმნა  საფრთხე. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ქვაღორღმა სოფელ აწყურთან ჩახერგა თბილისი-ხაშური-ახალციხის ავტომაგისტრალი, რის გამოც შეფერხდა გადაადგილება.


გორის მუნიციპალიტეტში სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი ატენის ხეობას მიაყენა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხეობაში გამავალ შიდასახელმწიფოებრივ გზის სავალ ნაწილზე  ჩამოიტანა ნაშალი.
სტიქიის აღნიშნულ მონაკვეთებზე,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ჩატარებული სამუშაოების შედეგად გზები უკვე გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.


ამ ეტაპზე, სტიქიის ადგილებზე შექმნილია მუნიციპალიტეტების  ზარალის დამთვლელი კომისიები და მობილიზებული არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი