დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ამ ბაზრობის დღევანდელი ფორმით შენარჩუნება.
„შერჩეულია გარკვეული ლოკაციები, სადაც უნდა მოხდეს დამატებით ჩარჩო-გეგმის დამუშავება. შესაბამისად, ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი ის ლოკაცია, სადაც აუცილებლად იქნება დამუშავებული ჩარჩო-გეგმა. ყველა ვთანხმდებით, მათ შორის კერძო მესაკუთრეებიც, რომ აღნიშნული ტერიტორია ამ ფორმით, რა ფორმითაც არის დღეს, არის მიუღებელი. სითი ინსტიტუტისა და თბილისის მერიის ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ უნდა შემუშავდეს ახალი განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ასევე იქნება იმ პერიოდისთვის, როდესაც გენერალური გეგმა ძალაში შევა“, განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის განვითარების 1200 გვერდიანი დოკუმენტი საკრებულოში გადაგზავნილია და ახლა დეპუტატებმა უნდა დაიწყონ ამ ოფიციალური დოკუმენტის განხილვა და დეტალურად შესწავლა.
დოკუმენტში აღნიშნულია 11 ლოკაცია, რომელთა განვითარებაც უნდა მოხდეს ჩარჩო-გეგმის მეშვეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.