ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა
05-07-2018, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სესიის 5 ივლისის სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. კერძოდ, დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.

 

 

შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს 10 სამინისტროს არსებობას ნაცვლად 13 სამინისტროსი. კანონპროექტებით განსაზღვრულია შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხები. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

 


დღის წესრიგს ასევე დაემატა კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანმდევი პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილებების თანახმად, „პოლიციის შესახებ“ კანონიდან ხდება იმ დებულების ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. კანონპროექტები სხდომაზე მეორე მოსმენით იქნება განხილული.

 


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი