თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალძის განცხადებთ, ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ამ სახით, რა სახითაც არსებობს არ უნდა დარჩეს, ბაზრობამ არ უნდა გააგრძელოს მუშაობა არსებულ პირობებში, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მერიამ ალტერნატიული ფართები უნდა შესთავაზოს კერძო მესაკუთრეებს.
ამ განაცხადებას გამოეხმაურნენ ოპიზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, მათთვის მიუღებელია ელიავას ბაზრობის არსებული სახით დარჩენა, თუმცა ასევე მიუღებელია ის ფაქტიც, რომ ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები არ უნდა დარჩნენ უსამსახუროდ.
"რაც შეეხება ელიავას ბაზრობას, რა თქმა უნდა, კარგია აქაც რომ იყოს რეკრეაციული სივრცე, მაგრამ რეკრეაციული და მწვანე სივრცეების შექმნა არ უნდა მოხდეს ადამიანის უმუშევრად დარჩენის ხარჯზე, თუ მაინც გადაწყდა, რომ აქ მოეწყოს გამწვანებული ტერიტორია, მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს , რომ უმუშევრების მრავალათასიან არმიას კიდევ დამატებით ათასობით ადამიანი არ შეემატოს, რომლებიც დაკარგავენ იქ სამუშაოს, სწორედ ამიტომ უნდა შესთავაზონ ადეკვატური სამართლიანი სხვა ტერიტორია, სადაც ისინი არ დაკარგავენ არც ერთ თეთრს და ადამინები არ დარჩებიან ლუკმა პურის გარეშე". -განაცხადა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირძემ
"ამ ფორმით რა ფორმითაც არის ელიავას ბაზრობა, ეს არის კერძოდ დაბინძურების წყარო, უნდა მოხდეს ხელშეწყობა, რომ გარემო არ ბინძურდებოდეს და შესაბამისად დაინტერსებული პირები ისე უნდა იყვნენ მობილიზებული, რომ არ ზარლდებოდნენ არც იქ დასაქმებული პირები, არც მესაკუთრეები და შესაბამისად ისე უნდა ფუნქციონირებდეს, რომ თბილისელებს პრობლემები არ შეექმნათ". განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ჟღენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.