რიგაში, ოთხშაბათს, „სპუტნიკ ლატვიას“ მთავარი რედაქტორი ვალენტინს როჟენცოვსი დააკავეს და 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
„გუშინ 22:40 საათზე რიგაში მოსკოვიდან ჩემი ჩამოფრენის შემდეგ დამაკავეს და როგორც მათ ამიხსნეს, გასაუბრების მიზნით. უსაფრთხოების პოლიციას აინტერესებდა ჩემი სამუშაო „სპუტნიკ ლატვიას“ მთავარი რედაქტორის პოსტზე. მთელი ღამე მე უსაფრთხოების პოლიციის თანამშრომლების კაბინეტებში ვიმყოფებოდი. დილას, 12-საათიანი დაკავების შემდეგ გამათავისუფლეს. ეს არ ითვლება ფორმალურ დაკავებად ლატვიაში“, განაცხადა როჟენცოვსმა, რომელიც ლატვიის მოქალაქეს წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.