ყვარელში მდებარე XVIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
05-07-2018, 13:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ყვარელში მდებარე XVIII ს-ის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

„ეკლესია დარბაზულია (9.2×6.2 მ). ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით. კარები, სარკმლები, კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, ფასადთა მორთულობა და ლავგარდანი აგურისაა. გადახურულია კრამიტით.

 


შესასვლელი ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედელში აქვს. კარები გარედან შეისრულია, შიგნიდან ჰორიზონტალური გადახურვის. დასავლეთის და სამხრეთის კარი აგურის საპირეშია ჩასმული, რომელიც აგურის საფეხუროვანი ფრიზით სრულდება. ყველა კედელში თითო შეისრული სარკმელია. კედლები აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზით სრულდება.

 

 

სამხრეთის კარის ორივე მხარეს აგურით გამოყვანილი ჩაღრმავებული სამ-სამი რომბია. დასავლეთის და აღმოსავლეთის ფასადებზე, ფრონტონში აგურითვე გამოყვანილი ჩაღრმავებული ჯვრებია მოცემული.

 


აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც შეისრულ თაღზე დაყრდნობილი აგურის კონქით სრულდება. შეისრული სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. ჩრდილოეთის თაღოვანია, სამხრეთის კი სწორკუთხა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის კამარა შუალა და დასავლეთის კედლის კუთხეში გადასულ შეისრულ თაღებს ეყრდნობა. იატაკი აგურფენილია.

 

 

ეკლესიის ძეგლის მახასიათებლებია: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები: ეპოქის მახასიათებელი შეისრული თაღები, სარკმლები და კარები, ფასადების აგურის რომბებითა და ჯვრებით მოპირკეთება", ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი