თბილისს ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
05-07-2018, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს 6 ივლისს ოფიციალურ ვიზიტად ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი ეწვევა.

 

 

ბელგიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ორმხრივ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამართავს.

 

 

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და ბოლო პერიოდში თანამშრომლობას მზარდ დინამიკაზე. ასევე საუბარი შეეხება საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას.

 

 

შეხვედრის დასრულებისას გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

 


ვიზიტის ფარგლებში, დიდიე რეინდერსი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან. იგი ასევე მოინახულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი