კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა V საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 100-ზე მეტი წიგნი გადასცეს.
ამერიკათმცოდნე ვასილ კაჭარავამ, ისტორიკოსმა ალექსანდრე ნონეშვილმა და რეჟისორმა ირაკლი პაპავამ სამხედროებს წიგნები წარუდგინეს.
საზოგადოების წარმომადგენლებმა სახელმწიფოსთვის განათლებული ჯარისკაცის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრაზე სამხედრო მოსამსახურეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღების საშუალებაც მიეცათ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.