მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 5 ივლისს მდინარე ნენსკრის ადიდების და სტიქიური მოვლენის განვითარების ამსახველი არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა სოციალური ქსელის, „Facebook“-ის პირდაპირი რეჟიმის საშუალებით.
მინდია გურჩიანი მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მკვიდრია, რომელმაც ხუთსაბათს, 5 ივლისს, სოციალურ ქსელში ვიდეო პირდაპირი რეჟიმის საშუალებით გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაქვს ადიდებულ მდინარე ნენსკრას საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი მწვანე ნარგავები.
„აი, ეს არის ნენსკრას რეალური სახე მეგობრებო და აი, ამ მდინარის შეკავებას აპირებენ კაშხლით. რეალურად ვერაფერი ვერ შეაკავებს ამას, ამხელა მძლავრ მდინარეს. ეს არის ადიდებული ნენსკრა. ნახეთ, როგორ მიაქვს ხეები, რამხელა ქვები მიაქვს, უზარმაზარი ქვები მიაქვს, გზაც წაიღო. ხეები აქ რაც იყო, მთლიანად წაღებული აქვს. ეს სულ რაღაც 20 წუთის განმავლობაში. ჩვენ მტერს, ჩვენ მტერს, აქ ჰესი რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა, ვერც კი წარმოვიდგენთ. ტონიანი ქვები მიაქვს ნენსკრას, აი ნახეთ. ეს ახლა ჩამოიტანა, აი ეს ამხელა ქვები, ახლახან ჩამოიტანა. აი, გზა მიაქვს უკვე. 20 წუთის წინ ამ ტერიტორიაზე იყო ხეები. აი ასე მიაქვს ხეები. წეღან ‘ნენსკრა ჰესის’ თანამშრომელი პიკაპით აი, ამ გზაზე ჩამოვიდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა აქედან. ალბათ, რეალურად დაინახა ნენსკრას სახე როგორია, როცა ადიდდება - შეშინებული გაიქცა აქედან. იმიტომ, რომ გზის გადაკეტვის საშიშროებაა. იგერ, გზა რეალურად, ნახევრამდე ჩანგრეულია და სხვა გზით ფიზიკურად ვეღარ მოახერხებდა ჩასვლას მესტიის, ჭუბერის ცენტრში ან სხვა დასახლებაში... ეს არის მესტიის რაიონის სოფელი ჭუბერი, სადაც აპირებენ ააშენონ უზარმაზარი ჰესი, აი ამ მდინარის დატბორვით. თქვენ წარმოიდგინეთ რა შედეგები მოჰყვება მაგას, ამხელა მდინარის დატბორვას. ახლა რომ ყოფილიყო აქ ჰესი, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მთლიანად ჩამოინგრეოდა“, ამბობს მინდია გურჩიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, შექმნილ სიტუაციას სრულად აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა - თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება. ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.